სახალხო არტისტი, თამარ სხირტლაძე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელდება.

„ქართული თეატრის უხუცესი შეუერთდა ამ გიორგობა დღეს ზეციურ საქართველოს!!! 93 წლის ასაკში საქართველოს სახალხო არტისტი თამარ სხირტლაძე გარდაიცვალა!!!“, – წერს მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, დიმიტრი ღვთისიაშვილი.

რა გახდა გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.