დღეს, მარნეულში  ჯიპის მარკის ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა. არასრულწლოვანი გოგო მიყენებული დაზიანებებით ადგილზევე გარდაიცვალა. მოზარდი, მარნეულის სოფელ ყიზილაჯილოს მკვიდრია.  მარნეულის #6-სე საჯარო სკოლის 12 კლასის მოსწავლე. 

მარნეულში, კოსტავას ქუჩაზემანქანა მოზარდს დაეჯახა. დაახლობით 17 წლის ახალგაზრდა ადგილზევე დაიღუპა. შემთხვევის ადგილზე, მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

რადიო “მარნეული” დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესამსახურს. მათი თქმით დეტალების გარკვევა მიმდინარეობს და მოგვიანებით გახდება ცნობილი თუ რა მუხლითაა აღძრული საქმე.