სოციალურ ქსელში 15 წლის დანით მოკლული ბიჭის მეგობარი ემოციურ პოსტს აქვეყნებს :”სულ რაღაც 15 წლის იყავი ძამი რატოო ღმერთოო ახა უნდა გენახა ყველაფერი მაგრამ სულ ჩვენ გულში იქნები ძამი გვაკლიხარ და გვენატრებიი”.

ზუგდიდში, 15 წლის საბა მამფორიას მკვლელობის ბრალდებით 17 წლის ერეკლე ცანავა დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას, “სამეგრელო news” ავრცელებს.

გუშინ 20 ნოემბერს მოზარდებს შორის გარჩევა რკინიგზის სადგურის უკან, მესხიას ქუჩაზე, ხიდთან მდებარე სპორტულ მოედანზე მოხდა, სადაც შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. შელაპარაკების დროს 15 წლის მოზარდი გულ-მკერდის არეში დანით დაჭრეს და ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.