ზუგდიდში მოზარდებს შორის დაპირისპირების შესახებ, რომელიც მკვლელობით დასრულდა, ჟურნალისტი თეა შონია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს.

“უბანში ატეხილ ჩოჩქოლზე ფეხშიშველი გარბოდაო 15 წლის საბას დედა ფეხბურთის მინი სტადიონზე, მას ორივე შვილი იქ ეგულებოდა….(როგორც წყარო მიყვება).

უფროს ვაჟს ვერ მიუსწრო, მისი გვამი უკვე სასწრაფო დახმარების მანქანაში იყო გადასვენებული.
მაინც ატყუებდნენ დედას-გადარჩა შენი შვილიო.
ცივსისხლიანი თანატოლის მიერ მოკლული 15 წლის საბას ცხედარი ჯერაც ექსპერტიზაზეა”, – წერს თეა შონია.

წყარო: „დაიჯესტი”