რუსთავი-თბილისის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
როგორც „პრაიმტაიმს“ თვითმხილველი უყვება, კაცს, რომელიც საკუთარი სატვირთო მანქანიდან იყო გადმოსული, დიდი
სისწრაფით მომავალი მანქანა დაეჯახა. კაცი რამდენიმე მეტრის იქით იპოვნეს.
არსებული ინფორმაციით, კაცი ადგილზე გარდაიცვალა.