უბედური შემთხვევა მოხდა თბილისში, წურწუმიას ქუჩაზე.

ავტომობილის მართვის დროს, მძღოლს, სავარაუდოდ, ინსულტი განუვითარდა და გარდაიცვალა.

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, მამაკაცი შეუძლოდ გახდა, შემდეგ საჭე ვერ დაიმორჩილა, რასაც შეჯახება მოჰყვა.

მომხდარის შესახებ ინფორმაცია ერთ-ერთ ჯგუფში თვითმხილველმა გაავრცელა.