ქედაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა რამდენიმე.

“აჭარა.News”-ის ინფორმაციით გარდაცვლილები ისრაელის მოქალაქე ახალგაზრდა ქალები არიან.

სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა ერთი დაშავებული ბათუმში კლინიკა BMC-ში გადაიყვანეს, სამი კი ზედაპირული ტრავმებით ჰოსპიტალიზირებული არიან “მედალფაში”.

ადგილზე სამედიცინო დახმარება გაუწიეს  კიდევ ორ დაშავებულს.

ავტოსაგზაო შემთხვევა ცოტა ხნის წინ მახუნცეთის გზაზე მოხდა. ერთმანეთს სატვირთო და მიკროავტობუსი შეეჯახა. მიკროავტობუსში ტურისტები იმყოფებოდნენ.