სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, 1-ელი ივ­ნი­სი­დან სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ბავ­შვე­ბის დახ­მა­რე­ბა 150 ლარი გახ­დე­ბა. რო­გორც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა მთავ­რო­ბის დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით წელს ჯა­მუ­რი ბი­უ­ჯე­ტი 341 მი­ლი­ო­ნი ლარი იქ­ნე­ბა.

“მინ­და ბავ­შვთა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა­ზე და­ვი­წყო სა­უ­ბა­რი. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მათ­ზე ზრუნ­ვა და მათი სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა ჩვე­ნი მთა­ვა­რი მო­ვა­ლე­ო­ბაა და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ჩვენ არა­ერ­თი ნა­ბი­ჯი გა­დავ­დგით. ერთი წლის წინ, ჩემი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ ბავ­შვებს დახ­მა­რე­ბა გა­ვუ­ორ­მა­გეთ, მა­ნამ­დე 50 ლარი იყო და 100 ლარი გახ­და. დღეს მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი დახ­მა­რე­ბა 150 ლარი გახ­დეს.ანუ, 1-ელი ივ­ნი­სი­დან თითო ბავ­შვზე აღ­ნიშ­ნუ­ლი დახ­მა­რე­ბა 150 ლარს შე­ად­გენს.

ასე­ვე მინ­და გი­თხრათ, რომ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით 341 მი­ლი­ო­ნი ლარი იქ­ნე­ბა წელს ჯა­მუ­რი ბი­უ­ჯე­ტი. ასე­ვე, ეს დახ­მა­რე­ბა მო­მა­ვა­ლი წელ­საც გაგ­რძელ­დე­ბა. ჩვე­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არის, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი დახ­მა­რე­ბა ყველ წელს გაგ­რძელ­დეს, რად­გან ბავ­შვებ­ზე ზრუნ­ვა ჩვე­ნი პირ­და­პი­რი მო­ვა­ლე­ო­ბაა. ჩვენ ყვე­ლა სო­ცი­ა­ლუ­რი და­უც­ვე­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა გვა­ღელ­ვებს. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შე­ე­ხე­ბა 215 ათას­ზე მეტ ბავ­შვს. ასე­ვე, ვგეგ­მავთ სხვა პროგ­რა­მე­ბის და­წყე­ბას, რო­მე­ლიც სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ ადა­მი­ა­ნებს შე­ე­ხე­ბათ, რო­გო­რიც არის მა­გა­ლი­თად, და­საქ­მე­ბის პროგ­რა­მა და სხვა. ჩვე­ნი მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა არის, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად ხელი შე­ვუ­წყოთ და და­ვეხ­მა­როთ სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ ადა­მი­ა­ნებს“,- გა­ნა­ცხა­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

როგორც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში განგვიცხადეს, ეს დახმარება შეეხება ოჯახებს, რომელთაქულა 120 ათასამდეა. დახმარებას მიიღებს ასეთი ოჯახის ყველა 16 წლამდე ბავშვი.