სოციალურ ქსელში ძალიან პოპულარულია ერთ-ერთი მომხმარებლის მიერ გავრცელებული ამბავი, რომელიც თბილისში, სამარშტუტო ავტობუსის მძღოლისა და მგზავრის დიალოგის ერთ-ერთ ფრაგმენტს მოიცავს. აღნიშნულ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“საბურთალოდან მივდივარ ვაკეში. გაჩერებასთან ქალმა გააღო მარშუტკის კარი და მძღოლს ეკითხება:

– თავისუფლებამდე მივალთ?

– ვინ მიგვიშვებს, თორემ კი. – მოკლედ მოუჭრა მძღოლმა.

– უიიი – შეწუხდა ქალი – ანუ ვერა ხო?

– რა გაგიკვირდათ ქალბატონო, თავისუფლებამდე მისვლა ასე მარტივი საქმე კი არაა.

– რავიცი, მეგონა მხოლოდ ჭავჭავაძე იყო გადაკეტილი. – ჩაილაპარაკა ქალმა.

– ოოო, აი, ჭავჭავაძის გზით რომ გვევლო, იქნებ აქამდე მივსულიყავით კიდეც თავისუფლებამდე.

– უკაცრავად?

– ამობრძანდით, ქალბატონო, ამობრძანდით. მე ჭავჭავაძის გამზირსაც გავივლი და თავისუფლების მოედნამდეც მივალ, ამ ქვეყანას რა ეშველება თორემ …”

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში.