მომღერალი ქრისტინე იმედაძე სოციალურ ქსელ “ინსტაგრამის” აქტიური მომხმარებელია და საკუთარ გამომწერებს ხშირად უზიარებს ყოველდღიურ სიახლეებს. ამჯერად ქრისტინემ “ინსტაგრამ სთორი” კლინიკიდან ჩაწერა და ოპერაციის წინ გამომწერებს გაესაუბრა.

როგორც აღმოჩნდა მომღერალს დიდი ხანია თვალების შეშუპების პრობლემა აქვს, რაც თვალის თიაქარიდან იყო გამოწვეული. “ხან მეგონა, რომ ძილის წინ ბევრი სითხის მიღება მომივიდა. ხან მეგონა, რომ მხოლოდ დილით მქონდა შესიებული. ვცადე სხვადასხვა ინექციური ჩარევით მომეგვარებინა, თუმცა ვიცოდი რომ მქონდა თვალის თიაქარი და ქირურქგიულ ჩარევას გვერდს ვერ ავუვლიდი”, – ამბობს ქრისტინე.

მისივე თქმით, დაგეგმა ვიზიტი ექიმთან და იკეთებს ოპერაციას, რომელიც საკმაოდ მარტივია და 20 წუთს გასტანს, თუმცა მომღერალმა დაძინება გადაწყვიტა და ოპერაციას ნარკოზით იკეთებს.

ქრისტინე გამომწერებს ასწავლის, თუ როგორ მიხვდენ აქვთ თუ არა თვალის თიაქარი და მისი თქმით, საკუთარ გარემოცვაში ბევრი აღმოაჩინა იგივე ჯანმრთელობის პრობლემით. ამიტომ მომღერალმა გამოცდილების გაზიარება გადაწყვიტა.