ცნობილი დიზაინერის ანუკი არეშიძის რძალი მარიამ ფანჯავიძეა. თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა საქალაქო სამსახურის ყოფილმა უფროსმა გიორგი არეშიძემ ის მაშინ მოიყვანა ცოლად, როდესაც გოგონა 18 წლის იყო და საქართველოს უნივერსიტეტის ბიზნეს-ადმინისტრირების ფაკულტეტის პირველ კურსზე სწავლობდა.

წყვილმა ერთმანეთი დაქორწინებამდე ორი წლით ადრე, 9 აპრილის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გაიცნო. მარიამი მაშინ მთაწმინდაზე ცხოვრობდა და მშვიდობიან მსვლელობას შეუერთდა როგორც მოხალისე. გიორგიმ აღიარა, რომ მარიამით პირველივე წუთებიდან მოიხიბლა, ნაცნობობა რომანში გადაიზარდა და გაცნობიდან რვა თვეში დაინიშნენ, ხოლო სამი თვის შემდეგ ჯვარიც დაიწერეს. ნახეთ ფოტოები:

სიყვარულის წყალობით მარტივად გადალახეს ის სირთულეები, რასაც ყველა ახალდაქორწინებული წყვილი აწყდება. ახალგაზრდა მშობლები ამბობენ, რომ პატარა დემეტრეს დაბადების შემდეგ მათი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა და უფრო საინტერესო გახდა.

ანუ­კი არე­ში­ძის ძმა 2013 წლის სექტემბერში და­ქორ­წინ­და. ახალ­შე­უღ­ლე­ბუ­ლე­ბის ჯვრის­წე­რის ამ­სახ­ვე­ლი ფო­ტო­ე­ბი თავის დროზე ანუკი არეშიძემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ „ფე­ის­ბუქ­ში“ გა­მო­აქ­ვეყ­ნა. რო­გორც ფო­ტო­ე­ბი­დან ჩანდა, წყვილ­მა მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი ცე­რე­მო­ნია გა­და­ი­ხა­და და ჯვრის­წე­რას მხო­ლოდ ოჯა­ხის წევ­რე­ბი და ახ­ლობ­ლე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ. ქორწილში ანუ­კი არე­ში­ძე ორსულად იყო. მაშინ ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრი კახი კა­ლა­ძე და მისი მე­უღ­ლე მე­სა­მე შვილს ელო­დე­ბოდნენ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here