მომღერალი სოფო ნიჟარაძე ნიკა მელიას მხარდასაჭერად პირდაპი ეთერში ამერიკიდან ჩაერთო:

„ნიკა ჩემი მეგობარია, ადამიანურად და მეგობრულად მე მის გვერდით ვარ. რა თქმა უნდა, მის მხარეს ვარ, რადგან ის ბრალდება, რასაც ნიკას ედავებიან, არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი და რბილად რომ ვთქვა, უსამართლობა. მგონია რომ ნიკამ და

ყველამ, ვინც მის გვერდითაა, ისტორიის ნათელ მხარესაა. ბევრს არ აქვს ფუფუნება, რომ ისტორიაში შევიდეს როგორც გმირი და პატრიოტი, ვფიქრობ, რომ ნიკა ასეთია და ასე ჩაიწერება ისტორიაში.

მინდა ბატონი ანზორი აქედანაც გავამხნევო, მოვეფერო დიდი სიყვარულით და ვუთხრა, რომ ნიკას მხარეს სიმართლეა და მგონია, რომ ყველაფერი კარგად იქნება, რადგან სიმართლე ბოლოს იმარჯვებს“, – თქვა ტელეკომპანია “მთავარის” ეთერში სოფო ნიჟარაძემ.