ცოტა ხნის წინ სოციალური ქსელის ერთ-ერთმა მომხმარებელმა ძალიან სახალისო პოსტი გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“კახეთის ტრასებზე დგას დიდი კაკლები.. შუა ასაკის ცოლ-ქმარმა გააჩერა მანქანა. ქმარი კაკალზე ავიდა და ბერტყვა დაიწყო (ძირს დატოვა ფეხსაცმელები და მობილური), ცოლი ძირს ჩამოყრილ კაკალს აგროვებდა.

რაღაც მომენტიდან ხალხას ტყაპუნი გაჩერდა და კაკალის ცვენაც შეწყდა.

ეძახა ცოლმა ქვევიდან, ეძება, შემოურა კაკალს და კაცი გაქრა! დარეკა პატრულში. იმათაც ეძებეს. ხან ცოლს ეკითხებოდნენ, იქნებ ჩამოვიდა, ბუჩქებში შევიდა და ვერ დაინახეო. როგორ შეიძლება, კაცი ხიდან გაქრეს, ხომ არ გაფრინდებოდაო?!

ეს სასწაული თითქმის ორი საათი გაგრძელდა. ცოლს სასწრაფოც დასჭირდა, სხვა პატრულების ეკიპაჟებიც მოვიდნენ.

თურმე თურქულ დიდ ტრაილერს გამოუვლია, (ბრეზენტი რომ აქვს გადაჭიმული და მოზრდილი სახლების ხელა როა) მისი მაღალი ტენტი წამოსდებია კაკლის ტოტს, კაცი ჩამოვარდნილა კაკლიდან, ბრეზენტზე დაცემულა.

მანქანის მძღოლი რას გაიგონებდა?! გაუქანებია თელავში და სანამ არ გაჩერებულა, ვერაფერიც ვერ გაიგო.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია, ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..