ცნობილ ქართველ მოდელს თამო ვაშალომიძეს კოვიდი აქვს. ამის შესახებ ის ვიდეომიმართვაში საუბრობს. მისი თქმით აკას გარდა ყველას კორონა გადაედო…

 

“რისიც მეშინოდა, ის მოხდა – ყველას კორონა გადაედო, აკას გარდა… მაქსიმეს მაღალი სიცხე ჰქონდა, დღეს კარგად არის. სოფიას სძინავს მთელი დღეა, სუსტადაა. მთელი დღის განმავლობაში არავინ დაგვკავშირებია, არანაირი ექიმი. დღეს ყელი არ მტკივა იმდენად, მაგრამ სასწაულად მტკივა თავი, თავბრუ მეხვევა. იმედი მაქვს, დამირეკავენ…” –