მომღერალ კაკი ბოლქვაძის ოჯახში ტრაგედია დატრიალდა, მას დედა გარდაეცვალა, რომელიც უზომოდ უყვარდა და რომელზეც ძალიან ზრუნავდა. სოციალურ ქსელში მომღერლის კოლეგები მეგობრები და ახლობლები კაკი ბოლქვაძეს სამძიმარს უცხადებენ. როგორც აღმოჩნდა კაკი ბოლქვაძის დედა მძიმე სენით იყო დაავადებული.

“კაკი, მე ვიცი როგორ გიყვარს დედა, როგორ თან ყვებოდი, ყველა საუბრობდა შენ დაუსწრებლად, რომ იდეალური შვილი ხარ და როგორ ზრუნავდი დედაზე. გითანაგრძნობ ამ მოუშუშებელ ტრაგედიას. გამძლეობას გისურვებ, შენ ახლა უფრო მეტად უნდა გაძლიერდე. ამიერიდან დედაშენი მფარველ ანგელოზად იცხოვრებს შენში.” – წერს გია ჯაჯანიძე

მომღერლის დედის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა ასევე ირმა ინაშვილმაც: