კესარია აბრამიძე ცნობილი ქართველი მოდელი და მსახიობია. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მოდელმა სქესის შეცვლის ოპერაცია გაიკეთა და პირადობის მოწმობაში მდედრობითი სქესი უწერია.

კესომ “ინსტაგრამის“ „სთორიზე“ მიმოწერა გამოაქვეყნა, სადაც მას ერთ-ერთი გამომწერი ეკითხება, რა სქესი უწერია პასპორტში. როგორც მოდელი წერს, მსგავსი კითხვებით უამრავი ადამიანი მიმართავს, რაც ძალიან დამღლელია. „შევღონდი უკვე“, – წერს აბრამიძე და სქრინს აქვეყნებს.