4 დეკემბერს სანზონაში 15 წლის მოზარდი მოკლეს. როგორც ირკვევა გარდაცვლილი დავით კრავეიშვილია.

ერთ-ერთი ვერსიით, კონფლიქტი მოზარდებს შორის გოგოს გამო დაიწყო. მიყენებული დაზიანების შედეგად დავითი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

დავითი და დე­და­მი­სი გო­რი­დან იყვნენ ჩა­მო­სუ­ლე­ბი და სან­ზო­ნა­ში, ლი­ახ­ვის ქუ­ჩა­ზე ქი­რით ცხოვ­რობ­დნენ. დე­დას იქვე მა­ღა­ზია ჰქონ­და და მკვლე­ლო­ბამ­დე მო­ზარ­დი მას­თან იმ­ყო­ფე­ბო­და.

​სოციალურ ქსელში უკვე ვრცელდება დავითის ფოტოები.

„კრავე“ – ასე მიმართავენ მეგობრები დავითს და სოციალურ ქსელში ემოციურად ემშვიდობებიან.

„ჩემი კრავე… ჩემი კრავე აღარ არის, გუშინ ჩემთან ერთად იყო და დღეს აღარ არის. შუბლზე ვინღა მაკოცებს, ან ვინ მეტყვის ცოდო ხარო და სკოლის მერე ჩემს მძიმე ჩანთას ვინღა ატარებს, ყველაფერზე მეტად მიყვარხარ კრავი“

„ძალიან მოგვენატრები კრავე, ძალიან გვიყვარხარ და სულ ჩვენს გულებში ხარ, იქ იქნები მთელი ცხოვრება“

„დღეს სანზონაში სასიკვდილოთ გაიმეტეს ეს ანგელოზივით ბიჭი. დავით როგორ მტკივა ჩემო პატარა ძმაო…

მძულს ისეთი ქვეყანა სადაც შვილი დედას უკვდება, მძულს ისეთი ქვეყანა თუნდაც ახალგაზრდა და მით უმეტეს არასრულწლოვანი ბიჭი ან გოგო..ამ ქვეყნიდან მიდის!! არ შეიძლება ადამიანი სასიკვდილოთ გაიმეტო. წარმომიგენია დავითის დედა ახლა რა მდგომარეობაში იქნება. მენანები მიწისთვის დავით ნათელი და სანთელი შენს სულს კრავე“,- წერენ მეგობრები სოციალურ ქსელში.

მკვლელობის საქმეზე პოლიციამ ცხელ კვალზე 16 და 17 წლის ორი არასრლუწლოვანი უკვე დააკავა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here