„დედასა და ბაბუას კონფლიქტის მიზეზი იყო დედის მიერ ჩემზე და დებზე განხორციელებული ძალადობა. ბავშვობაში დედა ჩვენზე ძალადობდა. თავზე რაც იარები მაქვს დედის მიყენებულია და თმას ვერ ვიპარსავ. ნინის ფაქტის შემდეგ არ უძალადია გოგოზე არც ბაბუას და არც ბიძებს“, – განუცხადა გარდაცვლილი გოგოს ძმამ ჟურნალისტებს.

გარდაცვლილი 14 წლის გოგოს ბიძა ტარიელ ცეცხლაძე გამოძიებამ გამოკითხა. ის მედიასთან აცხადებს, რომ გამოძიებას ყველა ინფორმაცია მიაწოდა. ის აცხადებს, რომ ნინიმ ჩაიდინა გარყვნილი ქმედება და მასზე გაბრაზებული იყო. გოგო არ უცემია, შესძულდა და არ ელაპარაკებოდა.