10 თებერვალს ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში 14 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეზე მოზარდის ბაბუა დააკავეს. ინფორმაცია „პრიამტაიმს“ შსს-ში დაუდასტურეს.

შეგახსენებთ, 14 წლის გოგო ქობულეთში ბაბუამ 9 თებერვალს, საკუთარ სახლთან ახლოს ნახა გარდაცვლილი. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.