16 თე­ბერ­ვალს სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია წვი­მა, მა­ღალმთა­ში თოვ­ლი, ზო­გან ძლი­ე­რი. ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო ავ­რცე­ლებს.

17-18 თე­ბერ­ვალს მო­სა­ლოდ­ნე­ლია ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დაკ­ლე­ბა, ნა­ლე­ქი, უმე­ტე­სად თოვ­ლის სა­ხით, მა­ღალმთი­ან რა­ი­ო­ნებ­ში ნის­ლი და ქარ­ბუ­ქი, ზღვა­ზე 3-4 ბა­ლი­ა­ნი ღელ­ვა.

“მო­სა­ლოდ­ნელ­მა ძლი­ერ­მა ნა­ლე­ქებ­მა შე­საძ­ლე­ბე­ლია და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს მდი­ნა­რე­ებ­ზე წყლის დო­ნის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მა­ტე­ბა, ხოლო მთი­ან ზო­ნებ­ში თოვ­ლის ზვა­ვე­ბის ფორ­მი­რე­ბა და მე­წყრუ­ლი პრო­ცე­სე­ბის ჩა­სახ­ვა – გა­აქ­ტი­უ­რე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს.

სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის ცალ­კე­ულ მო­ნაკ­ვე­თებ­ზე დიდ­თოვ­ლო­ბის, ხილ­ვა­დო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის, ქარ­ბუ­ქის, ლი­პყი­ნუ­ლის და ზვავ­სა­შიშ­რო­ე­ბის გამო შა­საძ­ლე­ბე­ლია შე­ი­ზღუ­დოს ტრან­სპორ­ტის გა­და­ად­გი­ლე­ბა.

19-22 თე­ბერ­ვალს ღა­მის სა­ა­თებ­ში გაძ­ლი­ერ­დე­ბა ყინ­ვა, და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს დაბ­ლობ­ში -4, -6, ქვე­მო ქარ­თლის ბარ­ში -5, -7 და შიდა ქარ­თლის ბარ­ში -11, -13 გრა­დუ­სამ­დე. კოლ­ხე­თის დაბ­ლობ­ზე ღა­მის სა­ა­თებ­ში ტემ­პე­რა­ტუ­რის მნიშ­ვნე­ლო­ვან­მა და­წე­ვამ შე­საძ­ლე­ბე­ლია ციტ­რუ­სო­ვა­ნი კულ­ტუ­რე­ბის (გან­სა­კუთ­რე­ბით ლი­მო­ნის) და­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს” – ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.