ანუკი არეშიძის უარი დემნა გვასალიას – კახა კალაძის მეუღლემ ბალენსიაგას ჩვენების მიწვევაზე უარი განაცხადა. ანუკი, ინსტა-სთორიში დიზაინერი კოლეგის მიერ გაგზავნილ მოსაწვევებს აქვეყნებს.

როგორც ჩანს, დემნას პოლიტიკური გზავნილი “თავისუფლება მიშას” ანუკი არეშიძის პროტესტის მიზეზი გახდა და სწორედ ამიტომ აღარ აპირებს კალაძის მეუღლე ჩვენებაზე წასვლას.

სოციალურ ქსელში ბევრი იჭორავეს ანუკის მიზეზებზე და უმეტესობა აღნიშნავდა, რომ პოლიტიკური მესიჯი გახდა მიწვევაზე არ წასვლი მიზეზი, თუმცა, სულ რაღაც 10 წუთის წინ ანუკი არეშიძემ, სთორის გამოქვეყნებიდან რამდენიმესაათიანი დუმილის შემდეგ, მიზეზები ახდა და აღნიშნა, რომ კოვიდრეგულაციების გამო ვერ შეძლო მან ჩვენებაზე წასვლა, რომელიც ოქტომბერში იყოო.
როგორც ჩანს, კაკა კალაძის მეუღლე აღაშფოთა ხალხის ჭორაობამ და მითქმა-მოთქმამ და გადაწყვიტა ახალი სთორით განემარტა, თუ რა მოხდა სინამდვილეში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here