ნუკი კოშკელიშვილმა სოციალური ქსელის მომხმარებლებს საიდუმლო გაუმხილა. ნახეთ რას მალავდა ტელეწამყვანი.~

ცნობილი მსახიობი, ტელეწამყვანი და მოდელი ნუკი კოშკელიშვილი მეგაპროექტ „ნიჭიერის“ მეათე სეზონის ერთ-ერთი წამყვანი იქნება. მასთან ერთად შოუს მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი გაუძღვება, რომელმაც ცოტა ხნის წინ სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები“ დატოვა.

როგორც ნუკი „პრაიმტაიმთან“ ამბობს, ამერიკაში წასვლას აღარ აპირებს და „ნიჭიერის“ დასრულებამდე საქართველოში რჩება.

„ბენს ვუთხარი – გახსოვს “ნიჭიერი”? ან მე და ან „ნიჭიერი”-მეთქი. აქ დარჩენაზე დამთანხმდა. ჩამოვა და მიგულშემატკივრებს. რაც შეეხება ბახუტას, არანორმალურად კომფორტული პარტნიორია. მაქსიმალურად ხელს მიწყობს ყველაფერში. ვფიქრობ, რომ განსხვავებული წამყვანები ვიქნებით. სხვა დინამიკა გვაქვს. მგონია, ჩვენს შორის ქიმიაა და ავეწყეთ“, – ამბობს ნუკი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here