მსახიობი თათული ედიშერაშვილი, წერს, რომ ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა, თუმცა დიდი განცდებითა და ემოციებით:

„ზუსტად ვიცოდი და ახლაც ასე მჯერა ვაქცინა აუცილებლად უნდა გამეკეთებინა მთელი რიგი არგუმენტებით და მომავლის იმედით, რომ ვაქცინა გადაგვარჩანეს. ძალიან მომზადებული გამოვცხადდი იმაზე ფიქრით, რომ ჩემს თვალწინ გახსნიან ფაიზერის ჩემს წილ დოზას კარგად წავიკითხავ თვალით ვანიშნებ “მიდი-თქო”. ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა.

ნემსის გაკეთებიდან ზუსტად 2 წუთში ალბათ წამალიც ვერ შეაღწევდა ორგანიზმში, სკამზე ჩამოსკუპებულს დამეწყო განცდა, რომ ვერ ვსუნთქავ, დავბუჟდი და ნერწყვს ვერ ვყლაპავ. ეგრევე დამავლო ხელი ჩემმა ბიჭუნამ და შემაქანა ოთახში. ნახეთ რა მოხდა ერთი აბი ვალიდოლი ენის ქვეშ და ღიმილიც დავიწყე.

არადა, დარწმუნებული ვიყავი, ანტივაქსერების დამოძღვრას ვატარებდი და არც ვუსმენდი. ქვეცნობიერში მაინც შეუღწევია და თავისი ქნა. არაფერი გადასარევად ვგრძნობ თავს და თუ გამოგადგებათ ეს ამბავი იმისთვის, რომ ემოციურად არ განეწყოთ და მშვიდათ მიიღოთ ასე ნანატრი კოვიდზე აცრა კარგი იქნება.

ჰოდა, დაე, ვსვა ბევრი ვალიდოლი და ვინავარდო დიდხანს.

#ვაქცინაიცავს! წარმატებას გისურვებთ“, – წერს თათული ედიშერაშვილი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here