„იმ გზის თავიდან გავლას, სიკვდილი მირჩევნია“, – პოლიტიკოსმა თინა ხიდაშელმა ტელეეთერში ისევ ისაუბრა კორონავირუსით ინფიცირების შემდგომ გვერდით მოვლენებზე.

„საავადმყოფოში კვლევის შედეგად, მითხრეს, რომ მე ვარ პირველი წყარო ამ ოჯახში. მეოთხე დილას ძალა აღარ მქონდა, ადგომაც მიჭირდა. ამის მერე საავადმყოფოში ვიყავი. მაღალი სიცხის გამო კარგად არ მახსოვს, ბუნდოვნად მახსოვს ეპიზოდები.

ფილტვები იყო მთავარი პრობლემა, მაგრამ დაიწყო სხვა ორგანოების ჩათრევაც და ამან დაამძიმა მდგომარეობა.

ორგანოების პრობლემების გარდა, დამემართა კოშიანის დაავადება სახეზე, გასიებულია, თუმცა ეს ჩაცხრება, უბრალოდ დეფორმაცია გამოწივია და როგორი დარჩება არ ვიცით. ასევე არ ამომდის თმა.

ექიმმა მითხრა, რომ ყველას სხვადასხვა გვერდით მოვლენა უნვითარდებაო და შენ ყველაფერი ერთად დაგემართაო. იმ გზის თავიდან გავლას, სიკვდილი მირჩევნია“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here