გორში მცხოვრები 39 წლის ქალი, ოჯახურ ძალადობაზე მას შემდეგ ალაპარაკლა, რაც მისი მეუღლე სამართალდამცველებმა დააკავეს. ძალადობის მსხვერპლი რომელიც ამავდროულად მძიმე სენს ებრძვის ამბობს, რომ მეუღლე ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას მაშინ აყენებდა, როცა სახში ნასვამ მდგომარეობაში ბრუნდებოდა. ამ მძიმე ისტორიის გახსენება არ სურს, თუმცა იმას გვიყვება, რომ იგი მისი მეუღლისგან არაადამიანურ მოპყრობას 6 თვეა ითმენს.

მოძალადე ქმარს შემაკავებელი ორდენი გამოწერილი ჰქონდა, რაც მეუღლესთან მიახლოებას უკრძალავადა. მიუხედავად ამისა ის ქალზე როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად ძალადობდა. ამ ყველაფერს კი მსხვერპლმა ვეღარ გაუძლო და გუშინ სამართალდამცველების სამი ეკიპაჟი გამიძახა. მსხვერპლი ქალი ამბობს, რომ მან ოჯახის შექმნა 40 წლის ასაკში გადაწყვიტა , თუმცა არ გააუმაართლა.

იმას, რომ მამაკაცი მძიმე ავადმყოფ ქალზე სისტემატიურად ძალადობდა ამბობენ მეზობლები. ერთხელ, როდესაც ქალის დახმარება თავად სცადეს, მოძალადე მამაკაცი მათაც დაემუქრა და სახლიდან გამოყარა. ამბობენ იმასაც, რომ ქალი ძმიშვილს ზრდის და მამაკაცი მასაც ცუდად ექცევა.

შემაკავებელი ორდერის დარღვევის გამო მოძალადე მამაკაცი პოლიციამ გუშინ საღამოს წაიყვანა. ის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი და გამოძიება მიმდინარეობს. საკითხს ეხმააურებიან იმ ორგანიზაციაში, სადაც ქალთა უფლებებს იცაავენ. ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრის იურისტი ამბობს, რომ პანდემიის პირობებში მსგავსი შემთხვევები გაიზარდა, თუმცა ქალები ხშირად ამაზე არ საუბრობენ.

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა ჩვენს ქვეყანაში კანონით ისჯება. იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი ფაქტი იქნება ნუ დამალავთ, დარეკეთ გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრიში 112-ზე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here