გიორგი ღოღობერიძე, რომელიც საზოგადოებამ პანდემიის დროს სოციალური ქსელიდან გაიცნო, ცხოვრების მძიმე პერიოდზე საუბრობს.

როგორც გიორგი ამბობს, ყველა პაციენტს დედასავით უყურებს და ცდილობს ყველას დაეხმაროს. მეტიც, როგორც თავად აღნიშნა, მას დღე-ღამეში მხოლოდ 2 საათი სძინავს და მისი დღე დილის 04:00 საათზე იწყება, დღეში კი 400 ადამიანს მაინც პასუხობს.

ის თავისი ცხოვრების უმძიმეს ეტაპსა და პროფესიულ არჩევანზე საუბრობს და იხსენებს როგორ დაემართა დედას სიმსივნე, როდესაც მე-10 კლასის მოსწავლე იყო.

„ქედაში, სოფელ მახუნცეთში ვიზრდებოდი. სკოლა ოქროს მედალზე მაქვს დამთავრებული. მე-10 კლასში ვიყავი, როდესაც დედაჩემს სისხლის სიმსივნე დაუდგინდა – ხოჩკინის ლიმფომა. ოჯახს ფინანსურად ძალიან უჭირდა. ექიმთან კონსულტაციების საშუალებაც არ იყო.

მაშინ გადავწყვიტე, რომ დედაჩემის დასახმარებლად ექიმი გავმხდარიყავი. სამწუხაროდ, დედაჩემმა მხოლოდ ის ნახა, რომ სამედიცინოზე ჩავაბარე და პირველი კურსი წარმატებით დავხურე. დედაჩემი რომ გარდაიცვალა, ფაქტობრივად ცხოვრება გაჩერდა და ყველანაირი მოტივაცია დამეკარგა.

ის ერთადერთი მამოძრავებელი ძალა აღარ მქონდა. ამის შემდეგ მქონდა დეპრესიის 4-5 წლიანი ეპიზოდი. ეს დღემდე გამომყვა, მაგრამ ფარ-ხმალი არ დამიყრია. მთელი პასუხისმგებლობა არის ის, რომ მსმენელი ყურადღებით გისმენს. რატომ წამოვჭერი ასე აქტიურად? რაც ტელევიზიებში არ ჟღერდებოდა აქტიურად და რაც სჭირდებოდა საზოგადოებას, იმის გაჟღერება დავიწყე“, – ამბობს ღოღობერიძე.

„რაც პანდემია დაიწყო, ჩემი კლინიკა არის, ყველაზე დიდი COVID-კლინიკა ყველაზე დიდი საწოლფონდით, მე ჩემს თავს უფლებას არ ვაძლევდი ვინმესთვის მიმეცა რაიმე რჩევა, რჩევები კონკრეტული მიმართულების, კონკრეტულ სპეციალისტს უნდა მიეცა, თქვენ ინფექციონისტი ბრძანდებით? ჯერ არ გაქვთ ექიმის დიპლომი, თქვენ გქონდათ უფლება ეს გაგეკეთებინათ, როგორც ექიმს?“ – უთხრა ღოღობერიძეს ნადირაძემ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here