სოციალურ ქსელში ერთი სახალისო ამბავი ვრცელდება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

”ქალი ზის საჭესთან და 240კმ/სთ-ით მიქრის. გააჩერა პატრულმა,სთხოვა მართვის მოწმობა. ქალმა განაცხადა, რომ ყალბი მოწმობა ჰქონდა და ვერ აჩვენებდა.

მაშინ პატრულის თანამშრომელმა უბრძანა მანქანიდან გადმოსვლა, რომ გაეჩხრიკა,ამაზე მძღოლმა უპასუხა–ვერ გადმოვალ, ნარკოტიკებით მაქვს ჯიბეები სავსე და დამებნევაო.

გადმოდი, საბარგული უნდა შეგიმოწმოთო – არ მოეშვა პოლიციელი. ქალმა – საბრგულში მოკლული კაცი მყავს ერთი კვირაა და საშინელი სუნია არ ახადოთო. პატრულმა გამოუძახა დამხმარე ეკიპაჟი და ქალი გადმოიყვანეს მანქანიდან,შეუმოწმეს საბუთები ყველაფერი წესრიგში ჰქონდა,შეუმოწმეს ჯიბეები, იქაც ნარკოტიკის ნასახი არ აღმოაჩნდა და ბოლოს საბარგულიც შეამოწმეს, ცხედარს ვერ მიაგნეს.

გახედეს პატრულის თანამშრომელს და ეკითხებიან საიდან მოიტანე რომ ეს მკვლელია და ნარკოტიკებით ვაჭრობს?ამ დროს ქალმა დაამატა – ახლა, ეგ იმასაც იტყვის, რომ 240კმ/სთ –ით მივდიოდიო.”

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here