„ძალიან მძიმე თვე გვქონდა, თინუსა გვყავდა ავად გართულებული პლევრიტით”, – ამის შესახებ ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში წერს.

ფანჯიკიძე ამბობს, რომ გოგონა საავადმყოფოდან დღეს გამოჰყავთ. ის ექიმებს და რეანიმაციის პერსონალს მადლობას უხდის.

„ძალიან მძიმე თვე გვქონდა, თინუსა გვყავდა ავად გართულებული პლევრიტით. დღეს გამოგვყავს საავადმყოფოდან. უზომოდ მადლიერი ვარ იაშვილის კლინიკის უმაგრესი პროფესიონალების, ბატონი ვანიკო ჩხაიძის, ლევან ხარაშვილის, ირმა კაკაურიძის, რეანიმაციის პერსონალის, ყველა ექთნის, ყველა მორიგე ექიმის, რომელთა სახელები და გვარები არ ვიცი, ბევრნი არიან, მაგრამ მთავარი ვიცი, რომ უკლებლივ ყველა უმაგრესები და საიმედოები არიან. ბედნიერებაა, რომ ჩვენ ასეთი ექიმები გვყავს და დიდი იმედი მაქვს, აღარასდროს დაგვჭირდება, მაგრამ უკვე ვიცი, სად უნდა გავქანდე გაჭირვების შემთხვევაში…

არ გამაჩნდა ენერგია, მიმეღო ბევრი თანაგრძნობა, ცოტა ადამიანმა იცოდა ამიტომ და დიდი მადლობა ყველას, ვისაც ჩემ გოგოზე გული შესტკიოდა. უდიდესი მალდობა Keti Lobzhanidze -ს, პარიზელ-ქართველ პედიატრს, რომელმაც პირველმა მომცა დამაჯერებელი პასუხი და ძალა და ვანიკო ჩხაიძე მაპოვნინა”, – წერს ნათია ფანჯიკიძე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here