საქართველოს მეორე პრეზიდენტის შვილიშვილი მარტის მიწურულს დედა გახდა. მას ვაჟი შეეძინა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის შვილიშვილი, ცნობილი ჟურნალისტი სოფო შევარდნაძე „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე საჯაროობის ზღვარზე და პირად ცხოვრებაზე საუბრობს, რადგან ბოლო პერიოდში, მას მერე, რაც ის დედა გახდა, არ წყდება კითხვები, თუ რატომ არ ჩანს მისი მეორე ნახევარი, ან რატომ არ ასაჯაროებს პატარა ანდრიას ფოტოს.

„ახლა ჩემი ოჯახი მაქვს. მე უკვე არა მხოლოდ ქალიშვილი, ან შვილიშვილი ვარ. ახლა დედა ვარ. და რაც არ უნდა უნდოდეს ბევრს, გაიგოს მეტი და უფრო ახლოს, მე უბრალოდ ვიცი, რომ ამიერიდან ჩემი შვილისთვის საზღვრების აგება ჩემი პასუხისმგებლობაა. ყოველთვის მიმაჩნდა, რომ

ოჯახის წევრებს აქვთ უფლება, თავად გადაწყვიტონ, სურთ მათ საჯაროობა თუ არა. ჩვენი საქმე კი ის არის, მათ მივცეთ ეს არჩევანი და დავიცვათ არასაჭირო ყურადღებისგან. თუ ადამიანს, რომელიც ჩემ გვერდით არის, შეუძლია საკუთარი თავის დაცვა ამ უფლებით, ჩემი შვილისთვის მე ვარ ასეთი დამცველი. და მხოლოდ როდესაც ანდრია გაიზრდება და თავად შეძლებს გადაწყვიტოს, რის მიწოდება შეუძლია სამყაროსთვის, მე ვიქნები მხოლოდ და მხოლოდ დამკვირვებელი. მანამდე კი ასეა“, – წერს სოფო.

სოფიკო შევარდნაძე ჯერჯერობით ბავშვის მამის ვინაობას ასაიდუმლოებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here