ია ფარულავამ სოციალური ქსელის მომხმარებლები დააინტრიგა. მსახიობი ყოფილ მეუღლესთან, ცნობილ ბიზნესმენთან ერთად სადილობს

მსახიობმა ია ფარულავამ „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ის ყოფილ მეუღლესთან, ბიზნესმენ ფადი ასლისთან ერთად თბილისის ერთ-ერთ ცნობილ სასტუმროში სადილობს. საინტერესოა, რომ ცოტა ხნის წინ იამ ხელმომწერის მიერ პირად შეტყობინებაში მიღებული წერილი გაასაჯაროვა, სადაც მსახიობს სწორედ ლიბანელ ბიზნესმენზე ჰკითხეს, კვლავ ერთად არიან თუ არა. ფარულავამ დაინტერესებულ პირს საკმაოდ ორაზროვანი პასუხი მისწერა: „ხო, არავის უთხრა რა“.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here