15 წლის მოზარდი მაღაზიაში ქურდობისათვის დაიჭირეს. პოლიციელისაგან თავის დაღწევის დროს, ბიჭმა სასურსათო თაროც დააზიანა.
მოსამართლემ საქმის მოსმენის შემდეგ ჰკითხა ბიჭს: მართლა მოიპარე რამე? მოიპარე პური , ყველი და თაროც დააზიანე?

ბიჭმა თავი დახარა და უპასუხა:დიახ.
მოსამართლე: რატომ მოიპარე?
ბიჭი: მჭირდებოდა.
მოსამართლე:ვერ იყიდე?!

ბიჭი: ფული არ მქონდა ამის შესაძენად.
მოსამართლე: შეგეძლო ოჯახისთვის გეთხოვა ფული.
ბიჭი: სახლში მხოლოდ დედა მყავს. დედა ავად არის და სამსახური არ აქვს.
მოსამართლე: სამსახური არ გაქვს?
ბიჭი: ვმუშაობდი, მანქანების სამრეცხაოში. დედა რომ მომევლო ერთი დასვენების დღე აივიღე და ამიტომ გამათავისუფლეს. Ამის შემდეგ ვეძებდი სამუშაოს, მაგრამ უშედეგოდ. ბოლოს გადავწყვიტე ამ ნაბიჯის გადადგმა.

ბიჭთან საუბრის დასრულების შემდეგ, მოსამართლემ განაჩენი გამოიტანა და თქვა: ქურდობა, განსაკუთრებით პურის მოპარვა, ძალიან სამარცხვინო დანაშაულია. აქ ჩვენ ყველანი ვართ პასუხისმგებელნი ამ დანაშაულისათვის. ყველა, ვინც დღეს აქ იმყოფება და მათ შორის მეც .ამ დარბაზში მყოფი თითოეული ჩვენგანი 10 დოლარით ჯარიმდება.
მოსამართლემ ჯიბიდან 10 დოლარიანი ამოიღო და მაგიდაზე დადო. Და კიდე 1000 დოლარით ჯარიმდება მაღაზია, რომელმაც მშიერი ბიჭი პოლიციას გადასცა. Სასამართლო ბოდიშს მოიხდის ბიჭის წინაშე მას შემდეგ ,როდესაც მას ეს შეგროვილი თანხა გადაეცემა.
ბიჭი გაოგნებული უსმენდა მოსამართლის განაჩენს. მოსამართლემ ცრემლების დამალვით დატოვა სასამართლოს დარბაზი.
P.S. თუ ადამიანი პურის ქურდობისათვის დაჭირეს, ეს სახელმწიფოს და საზოგადოების ყველა წევრის სირცხვილი უნდა იყოს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here