გორში 2021 წლის 7 ოქტომბერს მოკლული ირლანდიელი მუსიკოსის ტომას კენედის მკვლელობის საქმე პოლიციამ 24 საათში გახსნა.

ახალგაზრდა ტურისტი 4-მა პირმა სცემა, დააყაჩაღა შემდეგ კი მტკვარში გადააგდო. გამოძიების ინფორმაციით, ტომას კენედი მტკვარში ჩაგდების დროს ჯერ კიდე ცოცხალი იყო.

მკვლელობის მონაწილეებმა, მეორე დღეს ტურისტისთვის წართმეული პლასტიკური ბარათით მარკეტში ძეხვი, სიგარეტი და სასმელი იყიდეს.

„პოლიციის ფაილებში“ გამოძიების მიმდინარეობა და საქმის მსვლელობა დეტალურადაა აღწერილი.

ირლანდიელი ტურისტის მკვლელობის საქმეზე შსს-მ 4 პირი დააკავა, ხოლო 1 დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის.