ფორმულა კრეატივის” შემოქმედებითი ჯგუფი დღეს პირველად შეიკრიბა და „ხელოვნურის  სუნთქვის” გადაღების დაწყება დაგეგმა. სერიალის ფეისბუქ გვერდზე გაზიარდა ფოტო, სადაც ეს შეხვედრაა ასახული.

მაშ ასე, ექვსწლიანი პაუზის შემდეგ, „ხელოვნური სუნთქვა” მესამე სეზონით ბრუნდება.

სერიალს ამჯერად ონლაინ კინოთეატრ Cavea + -ზე ვიხილავთ.

გახარებული მსახიობები ემოციებს “პრაიმტაიმის” მკითხველს უზიარებენ.

“ხელოვნური სუნთქვის” მსახიობებს ლევან ყოჩიაშვილი შეუერთდა.

ლევან ყოჩიაშვილი: სცენარი მზადაა, ჩვენ ვემზადებით. სერიალის ეს სეზონი Cavea + ის დაკვეთით უნდა გადავიღოთ, შესაბამისად ყველაფერს ისინი წყვეტენ, როდის გავა და ასე შემდეგ. 

ჯერ ვერ გეტყვით, რა როლს ვთამაშობ. თან ვლაპარაკობ, თან ვერ ვლაპარაკობ. გაგიმხელთ იმას, რომ ამ სერიალში ჩემთვის საყვარელი მსახიობები თამაშობენ. “ხელოვნური სუნთქვის” მაყურებელი გახლდით, მომწონდა, ვგულშემატკივრობდი. მსიამოვნებს ეს სიახლე ნამდვილად.