16 წლის მარიამის დედა, რუსკა ხუციშვილი მიმართვას ავრცელებს და იაშვილის კლინიკის ექიმებს შვილის მიმართ გულგრილ და არაპროფესიონალურ დამოკიდებულებაში ადანაშაულებს.

ის იმ ადამიანებს მიმართავს, ვისაც მსგავსად მოექცნენ კლინიკაში და სთხოვს აუცილებლად დაუკავშირდნენ.

„დამიკავშირდით ყველა მშობელი, ვინც დაგღუპეს ამ კლინიკაში, უამრავი კომენტარი ვნახე, ვისაც ბავშვები გვიწამეს.

მარტო ჩემი შვილი არაა მსხვერპლი, უამრავი ბავშვია ჯალათ ასმათის და დანარჩენი ექიმების მიერ დაღუპული. ერთად დავდგეთ და მივმართოთ სასამართლოს! პასუხი აგონ მკვლელებმა!!!

ასმათ შენგელაია მარტო ამ ვიდეოსთვის ხარ დასაჭერი! ისე იტყუები. მამამ მომიწერა ხელი, დედა არ იყოვო, მაშ მე რომ ჩამოვედი 27 სექტემბერს და ერთად მოგვაწერინე ხელი, ახალ ჩამოსული ვიყავი, ისედაც აგონიაში, ბავშვს სისხლის კიბო აქვს, ბავშვი მოგიკვდება, ხელი მომიწერეთო, ფსიქოლოგიურად იძალადე მშობლებზე, ანა კობახიძეც იქ იყო და სხვებიც, როდესაც ხელი მოგვაწერინე.

მაგრამ 23 სექტემბერს, პირველსავე დღეს,ბავშვის შემოსვლისას საავადმყოფოში,რომელიც თავის ფეხით შემოვიდა და მშვენივრადაც ლაპარაკობდა (ყოველ წუთს ვურეკავდი ტელეფონზე ვიდეო თვალით) უკვე დაწყებული გქონდა შენი გადაწყვეტილებით, ვესანოიდის ატრას მიცემა ბავშვისთვის ,სრულიად მოუმზადებლად ჯერ დაუზუსტებელი დიაგნოზის ფონზე, ზუსტად 23 სექტემბერს აუღეთ ანესთეზიის გარეშე,ბიოფსია მუცლიდან ფეხის ძვალზე გაუყუჩებლად გაუკეთეთ, აწივლეთ და და ტკივილი მიაყენეთ ჩემს შვილს.რომლის პასუხები 27 -ში, ჩემი ჩამოსვლის დღეს დილით მოვიდა. შენ დამიწვი ბავშვი 5დღეში. მეორე დღეს 24 საათიანი გადასხმები რომ დაუწყეთ ნარკოზიდან კარგადაც არ იყო გამოსული, (პორტის ჩადგმისასაც ხომ მიწვალეთ ჯერ გულმკერდიდან ჯიჯგნეთ და რომ ვერ ჩაუდგით მერე ყელში გაუკეთეთ) მაშინვე დაუდგით გადასხმები მოუმზადებელ ბავშვს არანაირი იმუნო დამცავები არ გამოგიყენებიათ, ისედაც ჩამწვარი ჰქონდა ბავშვს ატრას გამო ორგანიზმი და მაშინვე რეანიმაციაში მოხვდა, ფილტვები დაუწვით.

რეანიმაციაში ხომ უარესად დამიღუპეთ, იმ სიბინძურეში დამართეთ სეფსისი, მკურნალობის მაგივრად დამიმძიმეთ უარესად.

ივანე ჩხაიძე, მოგიწევს კომენტარის გაკეთება სასამართლოში!

მაკა თევზაძე, შენც მოგიწევს სასამართლოში სირბილი, რადგან თავს არიდებ კომენტარის გაკეთებას,(თურმე არც უნდა აკეთებდნენ ამ თემაზე სიუჟეტს სხვა პაციენტები ზიანდებიან ხომ)??

კარგი, მოგიწევს სასამართლოში სიარული, კომენტარსაც გაგაკეთებინებენ და სიმართლის აღიარებასაც მოგთხოვენ!“,- წერს რუსკა ხუციშვილი.