თბილისში, გლდანში, ერთ-ერთი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე პირველკლასელს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. 

6 წლის ბავშვი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით ბავშვის სიცოცხლეს  საფრთხე არ ემუქრება, მას ფეხი აქვს მოტეხილი.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.