ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა.

ავარია რამდენიმე დღის წინ ბათუმში მოხდა.

“აჭარა.News”-ის ინფორმაციით სულაბერიძისა და ბაგრატიონის ქუჩების კვეთაში ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და სატვირთოს შეეჯახა.

მსუბუქ ავტომობილში მყოფი სამი პირი დაშავდა. დაშავებულები სხვადასხვა სახის დაზიანებებით სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა კლინიკებში გადაიყვანეს.

ექიმების მცდელობის მიუხედავად ბაჩი დიასამიძის გადარჩენა ვერ მოხერხდა.