მკვლელობა მოხდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდაში.

გავრცელებული ცნობით, 42 წლის ლევან ი. კარის მეზობელმა, ზვიად ღ-მა ცივი იარაღით მოკლა.

ადგილობრივების ინფორმაციით, მხარეებს შორის დაპირისპირების სავარაუდო მიზეზი ქალზე ეჭვიანობა გახდა.
არაშენდაში ამბობენ, რომ შემთხვევა სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, სადაც გარდაცვლილი თანასოფლელებთან ერთად ქეიფობდა.

ღ.-მა თანასოფლელს ადგილზე მიაკითხა და დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.

ცხედარი ამ წუთებში ლევან სამხარაულის სახელობის გურჯაანის პროზექტურაში გადაასვენეს.

მკვლელობის ზუსტ მიზეზებს სამართალდამცველები ადგენენ.