5 აგვისტოს თბილისში კანის და ვენეროლოგიურ დაავადებათა დიაპანსერში ექიმმა საკუთარი კოლეგა, დაწესებულების ხელმძღვანელი, დერმატოლოგ-ვენეროლოგი გიორგი გალდავა დაჭრა.

როგორც ცნობილია გალდავა ექიმი დერმატო-ვენეროლოგი, ანდროლოგი, ჯანდაცვის ორგანიზატორი და სამართალმცოდნეა. აქვს მედიცინის დოქტორის და სრული პროფესორის წოდება. მისი საექიმო საქმიანობის სტაჟი 1987 წლიდან განისაზღვრება.

ცნობისთვის, მომხდარ საქმე დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით, რაც მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.