ცოტა ხნის წინ სროლა იყო კანის და ვენეროლოგიურ დაავადებათა დისპანსერში. ინფორმაციას ,,რუსთავი 2″ ავრცელებს.

წინასწარი ინფორმაციით, ექიმმა საკუთარი კოლეგა დაჭრა, რომელსაც ახლა ოპერაცია უტარდება. 

დაჭრილია დაწესებულების ხელმძღვანელი, დერმატოლოგ-ვენეროლოგი გიორგი გალდავა.

გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით, რაც მკვლელობის მცდელობას ითვალისწინებს.