ნატახტართან ავარია მოხდა. არსებული ინფორმაციით, ტურისტებით სავსე ორი მიკროავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა. გარდაცვლილია ერთი ტურისტი და დაშავებულია კიდევ რამდენიმე ადამიანი.

როგორც „პრაიმთაიმს“ შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც

სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.