სამგორის რაიონში, 2 და 3 ივლისს თბილისის მერია კონცერტებს ატარებს. კალაძემ ღონისძიებაზე დღეს მოქალაქეები დაპატიჟა და თქვა:

“პროექტი თბილისის ცის ქვეშ ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს, უამრავი ადამიანი ესწრება. პროექტის ფარგლებში, ესტრადის წარმომადგენლებს ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში კონცერტები გამართონ. პროექტი გრძელდება და ამჯერად, სამგორის რაიონს ვეწვევით, სადაც 2 და 3 ივლისს, დედაქალაქის მერია საკონცერტო საღამოებზე გეპატიჟებათ.

თქვენს განწყობაზე საესტრადო შემსრულებლები და მუსიკალური ბენდები იზრუნებენ. კონცერტები აფრიკის დასახლებაში, გუმათჰესის სკვერში, 19:00 საათზე გაიმართება. დასწრება თავისუფალია”. – თქვა თბილისის მერმა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

მისივე თქმით, პროექტი მომავალშიც გაგრძელდება.