28 წლის მარიამის ახლობლები 21 დღის განმავლობაში ელოდებოდნენ სასწაულს, რადგან ექიმებისგან არანაირი საიმედო პროგნოზი არ ისმოდა.

მარიამ ბალავინოვი, რომელსაც სავარაუდოდ თავში ანევრიზმა გაუსკდა, ქუთაისში 21 დღე მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა და

სამწუხაროდ მისი გადარჩენა ვერ შეძლეს ექიმებმა. გოგონა ოზურგეთში ცხოვრობდა, მას მეუღლე და  მცირეწლოვანი შვილი, ალექსანდრე დარჩა.