თბილისში, შარტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, დაშავებულ 8 წლის დათი ქოქრაშვილს ისრაელში კიდევ ერთი ოპერაცია ჩაუტარდა.

„შარდის ჟონვის გამო, დაიხურა შარდის ბუშტი. ვიმედოვნებთ, რომ შეხორცების პროცესი წარმატებით დასრულდება. დათის კვლავ უგრძელდება მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ტკივილები.

დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ სირთულეებს წარმატებით გაუმკლავდება ჩვენი სუპერგმირი და შევძლებთ გამოჯანსაღების ეტაპზე გადასვლას. დათისა და მისი ოჯახის გვერდით მყოფო ადამიანებო, მადლობას გიხდით და გპირდებით, რომ ვიბრძოლებთ!მიმღები:ქრისტინე მამუკაშვილი, დედა TBC: #GE05TB7962745064300024. BOG: #GE90BG0000000101545483,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.