3 დღიანი ძებნის შემდეგ 14 წლის გოგონა თბილისში იპოვეს. ინფორმაციას შსს-ში ადასტურებენ.

არასრულწლოვანი ცოცხალი და უვნებელია.

გოგონა სოფელ სასირეთში სტუმრად თბილისიდან იყო ჩასული და სწორედ სოფლიდან გაუჩინარდა. ის ადგილობრივებმა ბოლოს 3 დღის წინ, შუადღეს ნახეს.