ლელა წურწუმია პირად ცხოვრებაზე ხშირად საუბრობს და გულშემატკივრებს უზიარებს ცხოვრებისეულ მომენტებსა თუ პრობლემებს. ამჯერად მომღერალმა ბევრისთვის უცნობი ამბავი მოყვა საკუთარ გადაცემაში:

ლელა წურწუმია:
ბათუმში, 3 წლის წინ, სოლო კონცერტის შემდეგ, აღმოვაჩინე, რომ ხმა არ მაქვს. ვიფიქრე, ნესტის ან 3 საათიანი კონცერტის შედეგია-მეთქი. შემდეგ მეორე კონცერტი, მე-2 დილით ხმა ისევ არ მქონდა. ასე გაგრძელდა და უკვე ვხვდები, რომ პრობლემა მაქვს.

იოგების სპეციალისტის, ირინა ქაცარავს ნომერი მომცა ლიზა ბაგრატიონმა. დროზე არ მივხედე პრობლემას, ფეხი ვითრიე. პარალელურად ვცხოვრობ ისე, როგორც აქამდე, კონცერტებით და რეპეტიციებით. ამასობაში “მამულიჩამ” ოქტომბერში დანიშნა მაისის სოლო კონცერტი ფილარმონიაში.

ერთ დღეს ვხსნი “ინსტაგრამს” და ვიღაც მწერს – ვერ ხვდები, რომ უკვე კაცის ხმით მღერიო? არიან “კეთილის მსურველი” ადამიანები, რომლებიც სულ გექირქილებიან, შენზე ამბობენ – ვეღარ მღერისო, ნოტებს ვეღარ იღებსო, ტონალობები ქვევით ჩამოიტანაო. რეპეტიციებზე ტონალობები მართლა დავწიე დაბლა.