ნატო გელაშვილი სოციალურ ქსელში ლევან კბილაშვილის ტრაგიკულ გარდაცვალებას ეხმიანება და თავის ყოფილ მოსწავლეზე ემოციურ წერილს აქვეყნებს:

“დღეს კიდევ ერთხელ გამეყინა სხეული… თვალწინ ჩამიარა ბევრმა ლამაზმა წელმა, რომელიც მე და პატარა ლევან კბილაშვილმა ერთად გავიარეთ… გამახსენდა როგორი გულმოდგინებით სწავლობდა დაკვრას, როგორ მიყურებდა თვალებში და როგორ საოცრად სწრაფად ითვისებდა ყველაფერს…

როცა ეს სიმღერა ჩავწერეთ ლევანი დაახლოებით 12- 13 წლის იქნებოდა… ეს მისი პირველი დიდი ნაბიჯი იყო… როცა წამოიზარდა მთხოვა თავიდან ჩაგვეწერა, თუმცა მე ვეღარ შევძელი… ჩემი დაზიანებული ყელის გამო და ვუთხარი მას ემღერა მარტო, თუმცა აღარ უმღერია და ასე დარჩა ჩემი და ლევანოს ტკბილ მოგონებად.

ნათელი შენ უვაჟკაცეს სულს ჩემო ლევან…

ჩემთვის სულ ის პატარა ბიჭი დარჩები პირველად რომ შემოაღე ჩემი კარი. მშვიდობით ჩემო პატარა მეგობარო”, – წერს ნატო გელაშვილი.